საზოგადოება
28.07.2022 11:47
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდნენ
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, ალექსანდრ ვინიკოვს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ალექსანდრ ვინიკომა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ნატოს სამეკავშირეო ოფისის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ასევე, ისაუბრა ნატო - საქართველოს პარტნიორობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროექტებსაც. სამომავლო გეგმებზე და მნიშვნელოვან აქტივობებზე ინფორმაცია უცხოელ სტუმრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაწოდეს.

საუბრის ბოლოს, მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ,
ალექსანდრ ვინიკოვმა საინფორმაციო შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართელობის წარმომადგენლებთანაც გამართა.
 
 
 
 
კვირის ამბები