გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზარდიანთკარის მოსახლეობას უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა. მოსახლეობის გადასინჯვები კლინიკა „ვივამედში“ განხორციელდა.
აღნიშნული სამედიცინო აქცია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანიზებით გაიმართა.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, აბელ აბესაძის თქმით, მსგავსი ტიპის ღონისძიებები მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე იგეგმება და მომავალშიც გაგრძელდება.
„საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებული სოფლის მოსახლეობას ჩაუტარდა სამედიცინო კვლევები, ასევე კვალიფიციური ექიმებისგან მიიღეს შესაბამისი რეკომენდაციები. მადლობას ვუხდი კლინიკა „ვივამედს“ თანამშრომლობისთვის და გამოჩენილი სოციალური პასუხისმგებლობისთვის“, - აღნიშნა რწმუნებულის მოადგილემ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში