ხვალ, 28 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მწერალთა სახლში ლიტერატურული საღამო გაიმართება.
ორგანიზატორების თქმით, აქტივობა სახელწოდებით - ,,ილია 185 - ჩემო კარგო ქვეყანა’’, 16:00 საათზე დაიწყება და ილია ჭავჭავაძის შემოქმედების, ცხოვრებისა და მოღვაწეობის თემატიკას მიეძღვნება.
„წელს, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის 185 წლის საიუბილეო თარიღი აღინიშნება. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით, გორის მწერალთა სახლი, წლის ბოლომდე სხვადასხვა სახის აქტივობებს და ღონისძებებს განახორციელებს“, - აცხადებენ სააგენტოში.
ილია ჭავჭავაძე (1837-1907 წწ.) ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი და მწერალია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, გადამწყვეტი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნასა და ლიბერალური ფასეულობების გავრცელებაში.