საზოგადოება
27.07.2022 20:02
ელექტრონული სიგარეტი ისეთივე მავნებელია ჯანმრთელობისთვის, როგორც თამბაქოს სხვა ნაწარმი - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

არა, ელექტრონული სიგარეტი არ გეხმარება თამბაქოზე თავის დანებებაში, - ამის შესახებ ეპიდემიოლოგიისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (National Centre for Epidemiology and Population Health) მიერ ჩატარებულ კვლევაშია მითითებული.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, ელექტრონული სიგარეტი ისეთივე მავნებელია ჯანმრთელობისთვის, როგორც თამბაქოს სხვა ნაწარმი.

ეპიდემიოლოგიისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (National Centre for Epidemiology and Population Health) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად :

„ელექტრონული სიგარეტის მოხმარება ზრდის ფილტვის დაზიანების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს და სხვა დაავადებების რისკს; ასევე, ამ ტიპის სიგარეტის გამოყენება იწვევს დამოკიდებულებას, განსაკუთრებით კი მოზარდებში; ხშირ შემთხვევაში, თამბაქოს ახალი პროდუქტის მომხმარებელი, პარალელურად, ეწევა სიგარეტსაც, რაც ორმაგ საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას“, - აღნიშნულია კვლევაში.

სტატისტიკურად, ელექტრონული სიგარეტის მომხმარებელი სამჯერ უფრო მეტს ეწევა, ვიდრე ტრადიციული თამბაქოს მომხმარებელი.

კვირის ამბები