საზოგადოება
27.07.2022 16:42
გორის ახალგაზრდული დღეები იწყება
ახალგაზრდული ცენტრი „ახალი თაობა“, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, პროექტის - გორის ახალგაზრდული დღეების განხორციელებას იწყებს.სპორტული, სახალისო და გასართობი აქტივობებით დატვირთული პროგრამა 29 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით განხორციელდება.

„ყველაზე ფერადი და დასამახსოვრები დღეები იწყება. თუ ხარ აქტიური, ცნობისმოყვარე, სპორტული და საგანმანათლებლო აქტივობებით დაინტერესებული, გიყვარს ფილმები და არ ერიდები საკუთარი თავის გამოვლენას, მაშინ, გელოდებით. ჩვენთვის თქვენი მოტივირება და გააქტიურება ყველაზე მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს, ახალგაზრდული დღეები მეტად დაგვაახლოებს და მეტის კეთების სურვილს გაგვიღვივებს. გელოდებით უკლებლივ ყველას, ერთად შევქმნათ საუკეთესო მოგონებები და მომავალი,“ - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

რაც შეეხება ღონისძიების განრიგს, ასე გამოიყურება:
29 ივლისი - ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში; 30 ივლისი - სითი გეიმი; ფილმის ჩვენება; 31 ივლისი - სამაგიდო თამაშები; 3 აგვისტო - ფრენბურთის მატჩი და ფილმის ჩვენება; 5 აგვისტო - მხიარული სტარტები; წუწაობის ფესტივალი; 7 აგვისტო - თამაში „უნივერსალი“, ფილმის ჩვენება; 8 აგვისტო - საუკეთესო პოსტერის გამოვლენა.

გორის ახალგაზრდული დღეების შემაჯამებელი ღონისძიება და გამარჯვებულთა დაჯილდოება 12 აგვისტოს გაიმართება.
კვირის ამბები