საზოგადოება
27.07.2022 14:35
ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი განრიგის მიხედვით ჩანიშნული სესიები დღეს სრულდება
ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი განრიგის მიხედვით ჩანიშნული სესიები დღეს სრულდება, თუმცა, 29 ივლისს გორის საგამოცდო ცენტრში ჩაინიშნა ისტორიის გამოცდა ორი კოვიდგამოჯანმრთელებული აპლიკანტისთვის, - აღნიშნულის შესახებ „გორის მაცნესთან“ თინათინ გვერდწითელმა განაცხადა.

გორის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, დღეს, 27 ივლისს, საკუთარი ცოდნის დადასტურებას, მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველი აპლიკანტები ცდილობენ.

„საგამოცდო პროცესის პირველმა სესიამ, მშვიდ ვითარებგაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა. შეფერხებები არ გვქონია რეგისტრაციის პროცესშიც. გამოცდის პირველ სესიაზე 180 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა, სექტორში მხოლოდ 157 გამოცხადდა. რაც შეეხება მეორე სესიას, 173 გამოსაცდელს ველოდებით, - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა.
შეგახსენებთ, საქართველოში, ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს დაიწყო.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის წელს 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
აბიტურიენტების გარდა, ჩატარდა სტუდენტთა საგრანტო კონკურსის და საერთო სამაგისტრო გამოცდები, ასევე მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდები.
 
 
 
 
 
 
 
კვირის ამბები