საზოგადოება
27.07.2022 14:21
გორის №1 საჯარო სკოლაში უცხო ენის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიაა
სსიპ ნიკო კეცხოველის სახელობის ქალაქ გორის №1 საჯარო სკოლა უცხოური ენის - გერმანულის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 2 საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის გულისხმობს. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. მსურველებს განაცხადის დაფიქსირების ვადა 4 აგვისტოს ეწურებათ.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
კვირის ამბები