გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში 750 მეტრი სიგრძის შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გზის საფარი, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები სოფლის ორ უბანში მოეწყობა.
„ბოლო ათწლეულების განმავლობაში, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე რეაბილიტაცია არ განხორციელებულა. გარდა ამისა, უხვი ნალექის დროს, სოფლის ცენტრალური გზიდან ჩამოსული ნიაღვარი გზის საფარს აზიანებდა და პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. პროექტის დასრულების შემდეგ, გზის საფარის მოწესრიგებასთან ერთად, მოსახლეობას ეს პრობლემაც მოუგვარდება“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.