საზოგადოება
26.07.2022 16:07
„გორის სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში საინიციატივო წინადადებების წარდგენა 29 ივლისს დასრულდება

„გორის სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში საინიციატივო წინადადებების წარდგენა 29 ივლისამდე გაგრძელდება. როგორც გორის სტრატეგიული განვითარების სააგენტოში აცხადებენ, ზემოხსენებული იდეების წარდგენა გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 16 და მეტი ასაკის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

„გორის სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში წარდგენილი საინიციატივო წინადადებები შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების კეთილდღეობას; ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს კონკრეტული ტერიტორიული ერთეულისთვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილ თანხას და უნდა შედიოდეს გორის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილებაში. დაინტერესებულ პირებს, დამატებითი ინფორმაციისთვის ასევე შეუძლიათ დაგვირეკონ ნომერზე: 592 00 15 66,“ - აცხადებენ სტრატეგიული განვითარების სააგენტოში

ცნობისთვის, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, მოქალაქეების იდეების განსახორციელებლად, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხა 28 ტერიტორიულ ზონაზე გადანაწილდება.

კვირის ამბები