საზოგადოება
26.07.2022 12:48
გორელი მხატვარი გულნარა ჩიტაძე გარდაიცვალა

ღვაწლმოსილი პედაგოგი, გორის საპატიო მოქალაქე, მხატვარი გულნარა ჩიტაძე, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, მხატვრის სამოქალაქო პანაშვიდი ხუთშაბათს, 28 ივლისს, 12 საათზე, გორის სამხატვრო სკოლაში გაიმართება.

გულნარა ჩიტაძე გორის სამხატვრო სკოლაში პედაგოგად 1962 წლიდან მუშაობდა.

2018 წელს ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლაში მისი ნახატების პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო.

კვირის ამბები