საზოგადოება
26.07.2022 12:07
გორის №1 საჯარო სკოლა დაწყებითი კლასების მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს
სსიპ - ნიკო კეცხოველის სახელობის ქალაქ გორის №1 საჯარო სკოლა დაწყებითი კლასების მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 14-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას I და II კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, 400 – 550 ლარით განისაზღვრება.

მსურველებს გამოხმაურების ვადა 4 აგვისტოს ეწურებათ, სამუშაოს დაწყების თარიღად კი, 15 სექტემბერია მითითებული.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
კვირის ამბები