ტურიზმი
26.07.2022 11:49
ინფო-ტური ტანის ხეობაში - ტურისტული კომპანია „მთის ბროლი“ ახალი საფეხმავლო ბილიკების ძიებაში

შეკრების ადგილი სოფელი ბიისი, სველი (გაყინული) ჩანჩქერი, ტაფაყანდის ჩანჩქერი, სოფელი თხილნარი (ცხენით ჯირითის მასტერკლასი), სოფელი ორმოცი (მარშრუტის სიგრძე - 5.5 კმ.) - ტურისტული კომპანია „მთის ბროლის“ დამაარსებელმა (თამაზ მაყაშვილი) ტანის ხეობაში ვიზიტორებისთვის ახალი საფეხმავლო ბილიკები დატესტა.

დადგენილი მარშრუტის ათვისების შემდეგ, ლაშქრობის მონაწილეებსა და სტუმრებს თამაზ მაყაშვილმა საოჯახო სასტუმრო „მთის ბროლის“ ეზოში უმასპინძლა, სადაც წარმოდგენილი იყო გორელი მხატვრის, ვახტანგ ჯვარიძის ნახატების გამოფენა, დღის ბოლოს კი სტუმრებმა იმპროვიზებული კონცერტიც გამართეს.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სტუმრები სხვადასხვა სფეროდან დ მედიის წარმომადგენლები. როგორც ცნობილია, აღნიშნული ინფო-ტური გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების მხარდაჭერით დაიგეგმა და განხორციელდა.

 

კვირის ამბები