გორის მუნიციპალიტეტში, მექანიკური სარწყავი სისტემის ავარიული სამუშაოები დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მელიორაცია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, არბოს სატუმბი სადგური სრული დატვირთვით მუშაობს და სოფელ არბოს, ქორდისა და დიცის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობებს სარწყავი წყალი სტაბილურად მიეწოდება.
„ტუმბოს მწყობრიდან გამოსვლამ სოფელ დიცში, ბოლო უბანზე, სარწყავი წყლის მიწოდება შეაფერხა. შესაბამისად განხორციელდა მექანიკური სარწყავი სისტემის ავარიული სამუშაოები. ამ დროისთვის, შეფერხება სრულად აღმოფხვრილია, არბოს სატუმბი სადგური სრული დატვირთვით მუშაობს და სოფელ არბოს, ქორდისა და დიცის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობებს სარწყავი წყალი სტაბილურად მიეწოდება“, - აღნიშნულია საქართველოს მელიორაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ცნობილია, მომავალი წლის სარწყავი სეზონისთვის, სატუმბ სადგურზე ტუმბო აგრეგატების დამატებით გაძლიერება და დამოუკიდებელი ხაზის მოწყობაა დაგეგმილი, რაც წყლის მიწოდებასა და რეგულარულად მორწყვას გააუმჯობესებს.