გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით გამართული ელექტრონული მუსიკის საღამოები გორში გრძელდება.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, საზაფხულო პროექტების ფარგლებში, ელექტრონული მუსიკის საღამოები ადგილობრივი და მოწვეული არტისტების მონაწილეობით შაბათს და კვირას (ამინდის გათვალისწინებით), ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე (26 მაისის სანაპირო, ლომჭაბუკის ძეგლის სკვერი) იმართება.
პროექტი მიზნად ისახავს ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაციასა და აღნიშნულ მუსიკალურ ჟანრში მომუშავე, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები არტისტების ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობას, ასევე მოსწავლე - ახალგაზრდებში ჯანსაღი გართობის წესის დანერგვის ხელშეწყობას.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მორიგი კონცერტი გუშინ, 24 ივლისს, 22:00 საათზე შედგა. მსმენელის წინაშე წარდგნენ Leon Tween, M-Lee, Lonex და Rotasu.