ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს, 25 ივლისს, საკუთარი ცოდნის დადასტურებას უცხო ენის პედაგოგები და სპეც. მასწავლებლები გამოცდის პრაქტიკულ ნაწილში ცდილობდნენ. გორის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ერთი სესია იყო ჩანიშნული. საგამოცდო პროცესმა მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა.
„დღეს, გორის საგამოცდო ცენტრში 97-მა მასწავლებელმა იმუშავა ტესტებზე. ქართული, როგორც მეორე ენა, უცხო ენის მასწავლებლებმა ჩააბარეს. პრაქტიკულ ნაწილზე იმუშავეს სპეც. მასწავლებლებმა. რაც შეეხება რეგისტრაციის პროცესს, შეფერხებები არც ამ კუთხით გვქონია. დღევანდელ გამოცდაზე 111 აპლიკანტი იყო რეგისტრირებული და მათგან 14 არ გამოცხადდა”, - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა GMnews-თან საუბრისას.
26-27 ივლისს, ხვალ და ზეგ, ერთიან ეროვნულ გამოცდებს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველები ჩააბარებენ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივლისს დასრულდება.