სსიპ-გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 40 საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატს უნდა ჰქონდეს ჰქონდეს სახელმწიფო სერტიფიკატი საექთნო სპეციალობაში და გააჩნდეს ბოლო 10 წლის მანძილზე სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ექვსი თვის სტაჟი.
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 400-500 ლარია. მსურველმა განაცხადი 29 ივლისის ჩათვლით, ელექტრონულად,www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, ჩათვლით უნდა გაგზავნოს. დაინტერესებულ პირებს, ამავე ვებ გვერდზე შეუძლიათ სხვა დამატებითი დეტალების გაცნობაც.
სამუშაოს დაწყების თარიღი 2022 წლის 1-ლი სექტემბერია.