ეპიდსიტუაცია მართვას სრულად ემორჩილება, შემთხვევების რაოდენობა ძირითადად არის მსუბუქი და მართვა ბინის დონეზე მიმდინარეობს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, კორონავირუსის ზრდის ტემპი შემცირებულია, აქედან გამომდინარე, პანიკის საფუძველი არ არსებობს.
„ზრდის ტემპი შემცირებულია, ამიტომ საპანიკო არაფერი გვაქვს. ეპიდსიტუაცია მართვას სრულად ემორჩილება, შემთხვევების რაოდენობა ძირითადად არის მსუბუქი და მართვა ბინის დონეზე მიმდინარეობს, ჰოსპიტალიზაცია შედარებით დაბალია და საქართველოში დღეისთვის სულ ჰოსპიტალიზებულია 600-მდე ადამიანი. ქვეყანაში არის პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული წამალი, რომელიც მოქმედების ეფექტურობა 90%-მდე არის. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ავადმყოფი პირველი დღიდან მკურნალობს, ასეთ შემთხვევაში გართულების და საავადმყოფოში მოხვედრის ალბათობა ძალიან დაბალია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.