შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა, უკვე ჩატარებულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები გამოაქვეყნა.
აბიტურიენტებს, უკვე ჩაბარებული საგამოცდო მასალების გაცნობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ.გვერდზე შეუძლიათ.
ამ ეტაპზე გამოქვეენებულია ინგლისურის (ექვსივე ვარიანტი), რუსულის (ორივე ვარიანტი), გერმანულის, ფრანგულის, ქიმიის (ორივე ვარიანტი), ფიზიკის, ლიტერტურის გამოცდებზე გამოქყენებული ტესტები.
როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, აღნიშნული ტესტები წარმოადგენს ცენტრის საკუთრებას და დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით, შესაბამისად, ამ მასალების ცენტრის ნებართვის გარეშე გასაჯაროება (დაბეჭდვა, ვებგვერდზე ან სოციალურ ქსელში განთავსება დ ა.შ.) აკრძალულია.
შეგახსენებთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ.გვერდზე ქართული ენისა და ლიტერატურის ექვსივე ვარიანტი, ასევე, ოსური ენის და მათემატიკის სამივე ვარიანტი რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.
როგორც ცენტრში განმარტავენ, ტესტების შეფასების სქემები და სწორი პასუხები შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება. შეგახსენებთ, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ტესტების გასწორება უკვე დაწყებულია.