საზოგადოება
25.07.2022 11:18
მზესუმზირის პლანტაციები ნადარბაზევის ტბასთან - როდის დაიწყებს დაყვავილებას ნადარბაზევის მზესუმზირები
ბოლო დღეების განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტში ყველაზე ნახვადი ადგილი ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაა, სადაც 50 ჰა-ზე მზესუმზირის პლანტაციებია გაშენებული.

სასოფლო-სამეურნეო ფართობი გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თემურ ფსუტურს ეკუთვნის, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე სამომავლოდ აგროტურიზმის განვითარებასაც გეგმავს.

,,მალე დავიწყებთ პროექტზე მუშაობას, ვფიქრობთ, საკმაოდ პერსპექტიული ადგილია - ახლოს მდებარეობს ავტობანთან, მუდმივად გრილი ნიავია, მშრალი ჰავაა, აქვე მდებარეობს ტბალ. ვგეგმავთ აგროტურიზმის განვითარებას. ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ძველი, ნახევრადდანგრეული შენობაც შევიძინეთ. შარშანაც გვქონდა მზესუმზირა დათესილი, მაგრამ ცოტა მოშორებით და უფრო ნაკლებ ფართობზე, საუკეთესო მოსავალი მივიღეთ, ბევრად მეტი, ვიდრე იგივე ფართობზე კახელი ფერმერები იღებენ, ამიტომ, წელს უფრო მეტ ფართობზე დავთესეთ და უფრო მეტად ხილულ ადგილზე, შესაბამისად, უამრავი ადამიანი ჩამოდის ფოტოების გადასაღებად. არის შემთხვევები, როცა ავტომობილებით აფუჭებენ ნათესებს, ყრიან ნაგავსაც, ბუნებრივია, ეს ცუდია, მაგრამ თავიდანვე არ გამოვრიცხავდით ამას. მოსავლის აღებას სექტემბერში ვგეგმავთ, რაც შეეხება დაყვავილებას, დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყებს მზესუმზირა დაყვავილება, ანუ ყვითელი ყვავილი დასცვივდება, თუმცა, მრგვალი დისკოებიც არანაკლებ ლამაზი სანახავია და ვფიქრობ, ჩვენს პლანტაციებს მნახველი კიდევ ეყოლება“, - განაცხადა GMnews-თან თემურ ფსუტურმა.
კვირის ამბები