საზოგადოება
22.07.2022 13:51
გორის საგამოცდო ცენტრში დღევანდელ გამოცდაზე რეგისტრირებულ აპლიკანტთაგან 24 არ გამოცხადდა - თინათინ გვერდწითელი

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს, 22 ივლისს, აბიტურიენტებთან ერთად საკუთარი ცოდნის დადასტურებას პედაგოგები ცდილობენ. გორის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ერთი სესიაა ჩანიშნული

„დღეს, ერთი შერეული სესიაა ჩანიშნული. ამ დროისთვის, გორის საგამოცდო ცენტრში 31 აბიტურიენტი აბარებს სამოქალაქო განათლების გამოცდას, 56 პედაგოგი ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოცდას გადის, უცხურენოვანი სკოლების 109 მასწავლებელი კი, ქართულს, როგორც მეორე ენას ისე აბარებს.

საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. რაც შეეხება რეგისტრაციის პროცესს, შეფერხებები არც ამ კუთხით გვქონია. დღევანდელ გამოცდაზე 24 აპლიკანტი არ გამოცხადდა, მომდევნო გამოცდა კვირას არის ჩანიშნული”, - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა GMnews-თან საუბრისას.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივლისს დასრულდება.

კვირის ამბები