გორის მუნიციპალიტეტის მერია ვაკანტური სამუშაო ადგილების დასაკავებლად კონკურსს აცხადებს. ადგილობრივ თვითმმართველობას ვაკანსია ოთხ თანამდებობრივ პოზიციაზე აქვს გამოცხადებული: გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი კარალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში -1 საშტატო ერთეული; მეორადი სტრუქტურული ერთეულის მერის წარმომადგენლების და წარმომადგენლის ასისტენტების საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული; მეორადი სტრუქტურული ერთეულის მერის წარმომადგენლების და წარმომადგენლის ასისტენტების საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული; მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის - 1 საშტატო ერთეული;
რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატებს, უმაღლეს განათლებასთან და პროფესიული უნარ-ჩვევების ფლობასთან ერთად, ორწლიანი სამუშაო გამოცდილება მოეთხოვებათ.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 2020 წლის 8 იანვარია.
დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.HR.gov.ge -ზე უნდა გაიარონ.