საზოგადოება
22.07.2022 13:35
გორში სკოლის დირექტორის მოადგილის ვაკანსიაა

გორში, კერძო სკოლა „ეისი“ დირექტორის მოადგილის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს, - შესაბამისი ვაკანსია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

სამუშაო დატვირთვა კვირაში 35 საათს შეადგენს. სამუშაოს დაწყების თარიღად 2022 წლის 20 აგვისტოა მითითებული, განაცხადების წარდგენის ვადა კი 2022 წლის 26 ივლისს იწურება.

როგორც განცხადების საკვალიფიკაციო მოთხოვნების ველშია მითითებული, კანდიდატს უნდა ჰქონდეს პედაგოგიური განათლება, ასევე მოეთხოვება პრაქტიკული (სამუშაო) გამოცდილება და საოფისე პროგრამების ცოდნა.

კვირის ამბები