საზოგადოება
21.07.2022 16:03
მათთვის, ვინც COVID 19-ის დადასტურების გამო გამოცდებზე დასწრება ვერ შეძლო, დამატებითი საგამოცდო სესიები ჩაინიშნა

იმ აბიტურიენტებისთვის, ვინც COVID 19-ის ინფექციის დადასტურების გამო, გამოცდებზე დასწრება ვერ შეძლო, დამატებითი საგამოცდო სესიები ჩაინიშნა, - აღნიშნულ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, დამატებითი საგამოცდო სესია ჩატარდება.

24 ივლისი:

ინგლისური ენა (პირველი სესია);

რუსული ენა (პირველი სესია);

ქიმია (პირველი სესია);

ლიტერატურა (პირველი სესია).

26 ივლისი - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (პირველი სესია).

იმ უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში მონაწილე პირებისთვის, რომლებმაც ვერ შეძლეს  COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო გამოცდებზე დასწრება, დამატებითი სესია 24 ივლისს (პირველი სესია) ჩაინიშნა.

ცენტრი აპლიკანტებს აფრთხილებს, რომ გამოცდაზე გამოცხადდნენ ცხრილში მითითებულ დროსა და ადგილას.

სხვა გამოცდების დამატებითი სესიების თაობაზე ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

კვირის ამბები