საზოგადოება
21.07.2022 15:53
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური გორის მუნიციპალიტეტში სოციალური მუშაკის შესარჩევ კონკურსს აცხადებს

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ქვეყნის მასშტაბით სოციალური მუშაკის შესარჩევ კონკურსს აცხადებს.

კონკურსის სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებში ცხადდება, მათ შორის შიდა ქართლის სამ მუნიციპალიტეტში - გორში, ქარელსა და ხაშურში.

კონკურსის პირობებისა და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნების თანახმად, კანდიდატს მოეთხოვება უმაღლესი განათლება; სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ან „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობის სერტიფიკატი; სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა.

გარდა ამისა, აპლიკანტი უნდა ფლობდეს სხვადასხვა უნარ-ჩვევებს: კომუნიკაბელურობა; გამართულად მეტყველების უნარი; ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი; სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი; სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი; დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; გუნდურად მუშაობის უნარი.

აღნიშნულ ვაკანტურ პოზიციებზე შრომის ანაზღაურება 1500 ლარის (დარიცხული) შეადგენს.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკიმენტები: სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული); პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი; „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობის სერტიფიკატი (იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს არ აქვს უმაღლესი განათლება სოციალური მუშაობის მიმართულებით).

განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების გაგზავნა აპლიკანტებს შეუძლიათ ელექტრონულ ფოსტაზე - hr1@mandaturi.gov.ge.

ცნობისთვის, კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება წარმოებს 2022 წლის 18 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით.

კვირის ამბები