საზოგადოება
21.07.2022 13:14
სკოლა „ეისი“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს
გორში, კერძო სკოლა „ეისი“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს, - შესაბამისი ვაკანსია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

კანდიდატს მეცადინეობების ჩატარება I კლასში მოეთხოვება. სამუშაო დატვირთვა კი, კვირაში 12 საათი გახლავთ.
სამუშაოს დაწყების თარიღად 2022 წლის 1 სექტემბერია მითითებული, თუმცა, მსურველებმა განაცხადები 2022 წლის 26 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსონ.

როგორც განცხადების საკვალიფიკაციო მოთხოვნების ველშია მითითებული, კანდიდატს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს სასერთიფიკაციო გამოცდა, ასევე, მოეთხოვება პრაქტიკული გამოცდილებაც.
კვირის ამბები