საზოგადოება
21.07.2022 12:05
საზაფხულო ბაღების დაწყების თარიღი შეიცვალა

 26 ივლისის ნაცვლად, საზაფხულო ბაღები ფუნქციონირებას 1-ელ აგვისტოს დაიწყებს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ავრცელებს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, თარიღის ცვლილების მიზეზი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაა.

შეგახსენებთ, საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა ჩარიცხვა 25 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

ზაფხულის სეზონზე გორში ორი საბავშვო ბაღი იმუშავებს. გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის ზაფხულში აღსაზრდელებს გორის მე-9 (ბესიკის ქ.#4) და მე-14 (აღმაშენებლის ქ. #82) ბაგა-ბაღი უმასპინძლებს.

საზაფხულო ბაღში რეგისტრაცია მოხდება ელექტრონულად, სააგენტოს ვებგვერდზე: www. gorikids. ge

საზაფხულო ბაღები აღსაზრდელებს 6 სექტემბრის ჩათვლით მოემსახურება.

კვირის ამბები