საზოგადოება
21.07.2022 11:28
საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტ „პაქსლოვიდის“ მასობრივი გამოყენება დაიწყო - ამირან გამყრელიძე

ქვეყანაში კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტ „პაქსლოვიდის“ მასობრივი გამოყენება დაიწყო, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, მედიკამენტი ამცირებს ინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს.

„მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში გვაქვს ანტივირუსული მედიკამენტი „პაქსლოვიდი“, რომელიც ამბულატორიულ პირობებში ენიშნებათ პაციენტებს, მას საკმაოდ კარგი ეფექტი აქვს. 5-დღიან კურსს ვინც იტარებს, მათი ჰოსპიტალიზაცია, რეანიმაციული საჭიროება მცირდება. მოგეხსენებათ, ბევრი ტრენინგი ჩავატარეთ ექიმებისთვის, როგორც ონლაინ, ისე კლინიკის ექიმებთან. იზრდება „პაქსლოვიდის“ მოხმარება, უფრო მეტი ინიშნება. სადაც ჩვენებაა, ექიმი განსაზღვრავს მედიკამენტის საჭიროებას და პაციენტები მედიკამენტს სწორედ ექიმის დანიშნულების მიხედვით იღებენ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კვირის ამბები