საზოგადოება
20.07.2022 15:31
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 24 ოჯახს სახელმწიფო სახლებს შეუსყიდის
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 24 ოჯახს სახელმწიფო სახლებს შეუსყიდის. აღნიშნული ოჯახები სპეციალურმა კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩია.

ეკომიგრანტი ოჯახები საქართველოს ნებისმიერ რეგიონში სასურველ საცხოვრებელ ფართებს თავად შეარჩევენ.

„შერჩეულ სახლებს, უმეტეს შემთხვევაში, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს და ხელს უწყობს ინტეგრაციის პროცესს. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების უსაფრთხო გარემოში განსახლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - აცხადებენ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში.
 
 
კვირის ამბები