საზოგადოება
20.07.2022 15:13
რა ეღირება 1-ლი აგვისტოდან ქორწინებასთან დაკავშირებული რიტუალები

მთავრობის 18 ივლისის დადგენილებით, 1-ლი აგვისტოდან ქორწინებასთან დაკავშირებული რიტუალების ღირებულება იზრდება.

დადგენილების თანახმად, იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში სპეციალური სარიტუალო მომსახურება, რაც ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარებას გულისხმობს, 50 ლარის ნაცვლად 75 ლარი ეღირება;

ქორწინების სახლში შაბათს და კვირას ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარების ღირებულება 225 ლარი გახდება (ამჟამად, იგივე მომსახურება შაბათ-კვირას 150 ლარი ღირს);

კვირის დანარჩენ დღეებში ქორწინების სახლში ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარების ღირებულება 135 ლარი ხდება (შაბათ-კვირის გარდა, დანარჩენ დღეებში, ამჟამად 90 ლარი ღირს);

სერვისების სააგენტოს ფილიალის გარეთ ქორწინების რეგისტრაცია ამჟამად 170 ლარი ღირს, 1-ლი აგვისტოდან კი, ამ მომსახურების ფასი 255 ლარამდე გაიზრდება.

სერვისის საფასური გადახდა ხდება სასურველი მომსახურების მიღებაზე განცხადების შეტანის დღეს.

კვირის ამბები