საზოგადოება
20.07.2022 15:05
ამერიკის საელჩოს საზაფხულო გამოწვევა კითხვაში

ამერიკის საელჩო 5-18 წლის მოსწავლე-ახალგაზრდებს საზაფხულო გამოწვევას სთავაზობს, რაც აქტიური მკითხველებისთვის ამერიკის ელჩის მიერ დაწესებული ვერცხლის, ოქროს ან პლატინის სერტიფიკატის მოპოვებას გულისხმობს.

კონკურსი რამდენიმე ეტაპს მოიცავს, პირველ ეტაპზე მონაწილეებმა უნდა აირჩიონ წიგნი ქართულ ან ინგლისურ ენაზე, წაიკითხონ და შეავსონ ფორმაში მითითებული ინფორმაცია 10 ოქტომბრამდე (ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი წიგნი ინგლისურად, ან ქართულად.) და მიუთითონ გორის ამერიკული თარო.

საელჩოს ინფორმაციით, ბავშვები, რომელებიც წაიკითხავენ 500 გვერდს, მიიღებენ ამერიკის ელჩის ხელმოწერილ ვერცხლის სერტიფიკატს (ინგლისურად წაკითხული გვერდების რაოდენობა გაორმაგდება.);

ბავშვები, რომლებიც 1 000 გვერდს წაიკითხავენ, მიიღებენ ელჩის მიერ ხელმოწერილ ოქროს სერტიფიკატს (ამ შემთხვევაშიც, ინგლისურად წაკითხული გვერდების რაოდენობა გაორმაგდება.);

ბავშვები, რომლებიც წაიკითხავენ 10 000 გვერდს, მიიღებენ ელჩის მიერ ხელმოწერილ ყველაზე მაღალი დონის, პლატინის სერტიფიკატს.

ცნობისთვის, ონლაინ ფორმის შევსების საფუძველზე თქვენ ავტომატურად გახდებით კითხვაში გამოწვევის საზაფხულო პროგრამის მონაწილე.

კვირის ამბები