საზოგადოება
20.07.2022 12:51
სოფელ ბიისში პავლიაშვილების ოჯახს გორის მერიამ ხის კოტეჯი გადასცა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოფელ ბიისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი პავლიაშვილების ოჯახს ახალი საცხოვრისი გადასცა.  

როგორც ცნობილია, ზაურ პავლიაშვილის ოჯახს, მერიამ ხის კოტეჯი სოფელ ბიისში, საკუთარ ეზოში აუშენა. ოჯახი, წლების განმავლობაში, ხის ავარიულ სახლში ცხოვრობდა.

პავლიაშვილების სოციალურად დაუცველი ოჯახი, გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოადგილესთან თამაზ შიოშვილთან ერთად მოინახულა და პროდუქტები ჩაუტანა.

ცნობისთვის, გორის მერიამ 2022 წელს ახალი საცხოვრისით სამი სოციალურად დაუცველი ოჯახი დააკმაყოფილა.

კვირის ამბები