რჩევები
20.07.2022 12:06
როგორ დავიცვათ ბავშვები ზაფხულის ცხელ დღეებში - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები

ზაფხულის ცხელი დღეები უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე, რადგანაც ძლიერმა სიცხემ შესაძლოა, გამოწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს, თუ როგორ დავიცვათ თავი ზაფხულის ცხელ დღეებში, მიმართვაში ყურადღება გამახვილებულია ბავშვების მდგომარეობაზეც. ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ ის ბავშვები იმყოფებიან, რომლებსაც აქვთ სუნთქვის გაძნელება (ასთმა), გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებები, დიარეა, შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები.

ძლიერმა სიცხემ ბავშვებში შესაძლოა, გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის დაავადებები. მაქსიმალურად დაიცავით თქვენი ბავშვი ძლიერი სიცხისგან, დააკვირდით მას და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე დაუკავშირდით ექიმს.

როგორ ავარიდოთ თავი მაღალი სიცხისგან გამოწვეულ გართულებებს? დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით:

თუ გაქვთ თერმოსტატის მქონე კონდიციონერი, დააყენეთ მისი მაჩვენებელი კომფორტის დონეზე (დაახლოებით 22 °C და 26 °C-ს შორის), რაც შეამცირებს ბავშვის ენერგიის დანახარჯს.

მოამზადეთ ისეთი საკვები, რომელიც არ საჭიროებს ღუმელის გამოყენებას; გაატარეთ რამდენიმე საათი თქვენს შვილთან ერთად გრილ ადგილზე. ეს შეიძლება იყოს ხის ჩრდილი, საცურაო აუზი, შადრევანი ან კონდიცირებადი ადგილები - სავაჭრო ცენტრები, მაღაზია ან ბიბლიოთეკა;

ბავშვი აბანავეთ გრილ წყალში მანამ, სანამ არ იგრძნობს თავს ხალისიანად (გამოცოცხლებულად); ყოველთვის ადევნეთ მას თვალყური აბაზანაში;

გარეთ გასვლა დაგეგმეთ დღის უფრო გრილ პერიოდში;

თუ ხართ ისეთ ადგილზე, სადაც შეინიშნება კოღოების აქტიურობა, დაიცავით კანი მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით და მიჰყევით ამ საშუალების მწარმოებლის ინსტრუქციას;

არასდროს დატოვოთ ბავშვი გაჩერებულ (პარკირებულ) ტრანსპორტში ან მზის სხივების ქვეშ;

დეჰიდრატაცია სახიფათოა. მიეცით ბავშვს სხვადასხვა სითხე, სანამ მოწყურდება.

კვირის ამბები