გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით 25 შშმ პირი მშობელთან ერთად ურეკში დაისვენებს
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 ბენეფიციარი მშობელთან ერთად ზღვისპირა კურორტზე დაისვენებს.
ბენეფიციართა პირველი ნაკადი ურეკის სარეაბილიტაციო ცენტრში უკვე გაემგზავრა.
„თორმეტი ბენეფიციარი მშობელთან ერთად, დღეს, უკვე გაემგზავრა დაბა ურეკში, სადაც რვა დღეს დაჰყოფენ. მეორე ჯგუფი კი, ცამეტი შშმ პირის შემადგენლობით, გაემგზავრება 28 ივნისს. მადლობა გორის მერიას ფინანსური მხარდაჭერისათვის. ჩვენი ცენტრი ასევე მადლობას უხდის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლობას გორში, ბენეფიციართა ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვისათვის, რომელიც შეადგენდა 1170 ლარს“, - აცხადებენ კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში.