საზოგადოება
20.07.2022 10:57
საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთში, პორტუგალიასა და გაერთიანებულ სამეფოში ხანძრებს ებრძვიან, არის მსხვერპლი
გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიასა და საბერძნეთში, უკვე რამდენიმე დღეა, ხანძრებს ებრძვიან.
ხანძრების გამომწვევ ძირითად მიზეზად მაღალი ტემპერატურა სახელდება.
დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ტყის ხანძრებს მსხვერპლიც ახლავს, სხვადასხვა დასახლებული პუნქტიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცხია ხდება.
უკიდურესად მაღალი ტემპერატურის გამო, 1000-მდე ადამიანი დაიღუპა პორტუგალიაში.
გაერთიანებულ სამეფოში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებს, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
რთული მდგომარეობაა საფრანგეთის რამდენიმე ოლქში, საიდანაც, მთლიანობაში,
35 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
ხანძრებს ებრძვიან საბერძნეთში, იტალიასა და ესპანეთშიც.
კვირის ამბები