გორი-ერგნეთის საავტომობილო გზაზე, სოფელ კარალეთთან მომხდარი ავარიის შედეგად რამდენმე ადამიანმა სხეულის მრავლობითი მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო.
თვითმხილველთა ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული, ავტომანქანაში მყოფი ახალგაზრდა ქალი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, სხვა დაშავებულები კი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ,,გორმედსა“ და ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
,,გორმედში“ მოთავსებული 30 წლამდე ასაკის მამაკაცის ჯნამრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.