საზოგადოება
19.07.2022 13:30
ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლაში მოსწავლეთა საბუთების მიღება იწყება

2022 - 2023 სასწავლო წლისთვის, ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლაში მოსწავლეთა საბუთების მიღება იწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას სამხატვრო სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, სწავლის პროცესი ორ ცვლიანია: დილის ცვლა დაიწყება 9:00 სთ-ზე და დამთავრდება 12:00 სთ-ზე; შუადღის ცვლა კი, დაიწყება 14:30 სთ-ზე და დამთავრდება 17:30 სთ-ზე.

აღსაზრდელები შეისწავლიან სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგებს: გრაფიკა, ფერწერა, კომპოზიცია, ძერწვა, ხელოვნების ისტორია.

ცნობისთვის, საბუთების მიიღება მიმდინარეობს სამხატვრო სკოლის შენობაში, ფარნავაზის ქუჩა N 1, 15 ივლისიდან - 20 აგვისტომდე, 13 სთ-დან-18 სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა).

მისაღები გამოცდა ჩატარდება 2022 წლის 1 სექტემბერს 11:00 საათზე. სკოლაში მიიღებიან მოსწავლეები მე-4 დან მე-7 კლასის ჩათვლით. სკოლაში სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

2 ფოტო 3 / 4 და დისკზე

მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი

ცნობა სკოლიდან

მშობლის პირადობის მოწმობის ასლი.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ გორის ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლის შენობა შეტანილია კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში და მას ძეგლთა დაცვის სამინისტრო იცავს.

კვირის ამბები