გორის საგამოცდო ცენტრში ბიოლოგიის გამოცდის ბოლო სესია მიმდინარეობს, რეგისტრირებული 485 აბიტურიენტიდან ტესტზე 465 გამოცხადდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. ამ წუთებში, გორის საგამოცდო ცენტრში ბიოლოგიის გამოცდის ბოლო სესია მიმდინარეობს.
გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, თინათინ გვერდწითელის თქმით, საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 485 აბიტურიენტიდან ტესტზე 465 აპლიკანტი გამოცხადდა.
„დილის სესიაზე, რეგისტრაციის პროცესმა ექსცესების გარეშე ჩაიარა. არ ყოფილა დაგვიანების შემთხვევები. დღევანდელ გამოცდაზე 20 აპლიკანტი არ გამოცხადდა. რაც შეეხება მეორე სესიას, რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება და ამჯერად პედაგოგებს ველოდებით, რომლებიც გამოცდას ქიმიაში ჩააბარებენ - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა GMnews-თან საუბრისას.