დღეს,19 ივლისს,16:00 საათზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის მიმდებსრედ არსებულ მთიან ტერიტორიაზე საცხენოსნო დოღი გაიმართება. როგორც ცნობილია, შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული ცხენოსნები მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, გამარჯვებულებს სხვადასხვა პრიზი - შესაბამისი მედლები, თასები და ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.
ღონისძიება მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ცხენოსნობის, როგორც სპორტის სახეობის პოპულარიზაციას და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას.
საცხენოსნო დოღი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სარეაბილიტაციო საცხენოსნო კლუბ „კენტავრის“ თანადაფინანსებითა და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში