დევნილებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა - გიორგი ხოჯევანიშვილი
შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, მოადგილეებთან ერთად კარალეთის დევნილთა დასახლებაში მიმდინარე გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. სამუშაოები, რომლებიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით ხორციელდება, წლის ბოლოს დასრულდება.
„დევნილებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება გახლავთ. კარალეთის დევნილთა ჩასახლების გარდა, სხვადასხვა სახის სამუშაოები, როგორიცაა საკანალიზაციო სისტემების შეცვლა, სარეკრეაციო სივრცეებისა თუ სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვა ლოკაციებზეც. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის 4 მილიონ ლარამდე თანხაა განსაზღვრული. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივები სრულად განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ", - აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.