სპორტი
18.07.2022 15:32
5 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო - გორელი კიკბოქსიორების წარმატება ბათუმში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე
15-17 ივლისს, ბათუმში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს გორელმა კიკბოქსიორებმა.

შეჯიბრებაში შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილი 8 სპორტსმენი მონაწილეობდა.
ტურნირზე, სადაც 150-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, გორელმა კიკბოქსიორებმა 5 პირველი, 1 მეორე და 1 მესამე ადგილი დაიკავეს.

პირველ ადგილებზე გავიდნენ: ნიკოლოზ კობლიაშვილი (38,5 კგ.), ვახტანგ ჭოჭელი (42 კგ.), საბა ტერმაკოზაშვილი (51 კგ.), საბა სამსონია (54 კგ.) და ლექსო კაპანაძე (57 კგ.)

მეორე ადგილი დაიკავა რატი წიკლაურმა (32 კგ.), მესამეზე კი, დაჩი იჩქითი (45 კგ.) გავიდა.
კვირის ამბები