მეცნიერებათა სკოლა გორში, საგნის - ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - მასწავლებლის პოზიციაზე ორ ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 2 საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. მსურველებს განაცხადის დაფიქსირების ვადა 20 აგვისტოს ეწურებათ. მასწავლებლობის კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.
„კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი ტარდება ორ ეტაპად.საკონკურსო კომისიას უფლება აქვს კრიტერიუმების შესაბამისი მასწავლებლობის კანდიდატის ვერ შერჩევის შემთხვევაში, მასწავლებლობის მაძიებლად შეარჩიოს პირი, რომელსაც ექნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, თუ მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში გაივლის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციურ კურსს,“ - ნათქვამია დაწესებულების მიერ www. pedagogi. Ge (teacherjobs. ge) - ზე განთავსებულ ინფორმაციაში.