2022-2023 სასწავლო წლისთვის რეგისტრირებული ბავშვების მშობლებს, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში საბუთების წარდგენა 25 ივლისამდე შეუძლიათ, - ამის შესახებ ინფორმაციას სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ავრცელებს.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, 25 ივლისის შემდეგ საბუთები აღარ მიიღება და შესაბამისად ბავშვის რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
„გორის მაცნე“ შეგახსენებთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს:
ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა;
ორი ფოტოსურათი (3X4);
მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი;
რაიონის ბაღის შემთხვევაში, მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება საბავშვო ბაგა-ბაღში მიღების თაობაზე;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში, ფორმა N100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია.