საზოგადოება
18.07.2022 12:38
კოვიდინფექციის გამო არცერთი საბავშვო ბაღი არ არის დახურული - გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო
გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ამ დროისთვის, კოვიდინფექციის გავრცელების გამო, დღის წესრიგში არ დგას რომელიმე ბაღის დახურვის ან ჯგუფის თვითიზოლაციაში გადასვლის საჭიროება, - ამის შესახებ, „გორის მაცნეს“ მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განუცხადეს. რაც შეეხება კოვიდინფიცირებული თანამშრომლების რიცხვს, ოფიციალურად დადასტურებული სტატისტიკით, კოვიდ19-ის შემთხვევა არცერთ თანამშრომელს უფიქსირდება.

„შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოების მიზნით, კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობს სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულების პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე. ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისთვის, მუნიციპალური საბავშვო ბაღების არცერთი თანამშრომელია ინფიცირებული, თუმცა, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საბავშო ბაღებში, ამ ეტაპზე, კვლავ თავისუფალი დასწრების რეჟიმი მოქმედებს“, - აცხადებენ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კოვიდინფექციის შემთხვევების გამოვლენის გამო, სასწავლო პროცესი 4 საბავშვო ბაღში იყო შეწყვეტილი.
კვირის ამბები