საზოგადოება
18.07.2022 11:34
ხანძრის გაჩენის რისკებთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს
მომდევნო დღეებში მოსალოდნელ უნალექო ამინდებთან დაკავშირებით, რომელიც ხანძრის გაჩენის რისკებს უკავშირდება, უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.
დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი, დაუყოვნებლივ აცნობონ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს.

„გაცნობებთ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში, აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები, რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად ნუ დაანაგვიანებთ გარემოს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კვირის ამბები