საზოგადოება
18.07.2022 11:33
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა, უკვე ჩატარებულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები გამოაქვეყნა.

აბიტურიენტებს, უკვე ჩაბარებული საგამოცდო მასალების გაცნობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ.გვერდზე შეუძლიათ.

ამ ეტაპზე გამოქვეენებულია ქართული ენისა და ლიტერატურის ექვსივე ვარიანტი, ასევე, ოსური ენის და მათემატიკის სამივე ვარიანტი.

როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, აღნიშნული ტესტები წარმოადგენს ცენტრის საკუთრებას და დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით, შესაბამისად, ამ მასალების ცენტრის ნებართვის გარეშე გასაჯაროება (დაბეჭდვა, ვებგვერდზე ან სოციალურ ქსელში განთავსება დ ა.შ.) აკრძალულია. 

ცნობისთვის, ტესტების შეფასების სქემები და სწორი პასუხები შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება. შეგახსენებთ, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ტესტების გასწორება უკვე დაწყებულია.

კვირის ამბები