საინტერესო ამბები
02.01.2020 22:49
განსაზღვრეთ ადამიანის ხასიათი მისი ნაძვის ხის მიხედვით

მსგავსი ასოციაციური კონცეფციები თუ ფსიქოლოგიური თამაშები დღესდღეობით ძალზე პოპულარულია. სამუშო პროცესში ამგვარ მეთოდს ხშირად მიმართავენ ფსიქოლოგებიც. თქვენ კი, ამ მარტივი ტესტის გავლით შეგიძლიათ შეამოწმოთ, მართლაც ამოიცნობა თუ არა ასეთი ფორმით ადამიანის ხასიათი.

  1. ზომა
    მინიატურულიზომის ნაძვის ხეს, ნაძვის ტოტს ან საერთოდ, ნაძვის ხის გარეშე ახალი წლის შეხვედრას აბსტრაქტული აზროვნების ადამიანები ირჩევენ. ისინი სამყაროს სხვაგვარად ხედავენ - არა ისე, როგორც „მიღებულია“. სვამენ უცნაურ კითხვებს და იდეების გენერატორები არიან.

სრულყოფილი ზომის ნაძვის ხეს ის ხალხი ირჩევს, ვინც სიმყუდროვესა და ოჯახურ ღირებულებებს უფრთხილდება. როგორც წესი, ასეთი ადამიანები კრიტიკულად აზროვნებენ და ცხოვრების შესახებ ექსპერტულ შეფასებებს აკეთებენ. ისინი პედანტები და პერფექციონისტები არიან.


  1. მასალა
    ხელოვნური ნაძვის ხეუმეტესწილად იმ ხალხის არჩევანია, ვისთვისაც პრიორიტეტულია სარგებელი და მოგება. მათ ლოგიკა წინა პლანზე აქვთ და არა მხოლოდ ფულის, არამედ დროის, სივრცის და ენერგიის ეკონომიაზეც ფიქრობენ.

ბუნებრივი ნაძვი ხე კი დინჯი ხასიათის ადამიანებს უყვართ. ამასთან, საიმედოობა მათი ხასიათის შეუცვლელი თვისებაა. მათ დიდად არ უყვართ ცვლილებები და პატივს სცემენ ტრადიციებს.

  1. ფერი

ისინი, ვინც არჩევანს ტრადიციულ მწვანე ფერზე აკეთებენ, იმაზე მიუთთებს, რომ ახალ წელს უკიდურესობების გარეშე აღიქვამენ. ასეთი ვარიანტის მოყვარულები ძალიან ჯიუტები არიან. მათთვის დამახასიათებელი თვისებებია პრაქტიკულობა და მაქსიმალური კონსერვატიულობა.

ფერადი ფაქტურის ნაძვის ხე ქრონიკულად არათანმიმდევრული ადამიანების არჩევანია. თუმცა, მათ ვერ შეაფასებთ ზედაპირულ ტიპებად - უბრალოდ, ბევრ საკითხში დაუფიქრებლები არიან.  ძალიან უყვართ ცვლილებები და შესაბამისად, ექსპერიმენტებიც, თანაც ნებისმიერ თემაზე.

  1. მოსართავების რაოდენობა

ვინც განსაკუთრებულ აქცენტს მოსართავების რაოდენობაზე აკეთებს, საუკეთესოდ შეუძლია განწყობის შექმნა; ამასთან, ცნობისმოყვარე და ძალიან კეთილი ხალხია. მათ ვიზუალური ფიგურალური აზროვნება აქვთ და ადვილად იციან გატაცება იმ საქმით, რომელიც იმ წუთს აინტერესებთ.

თუკი გადატვირთული მორთულობა არ უყვარს, ესე იგი, ადამიანს აქვს მომავლის განჭვრეტის უნარი და პრაქტიკულობას აფასებს ყველგან, ყოველთვის და ყველაფერში. ამასთან, მას შეუძლია, პრობლემები წინასწარ გათვალოს, თანაც, მათ წარმოქმნამდე კარგა ხნით ადრე.

და ბოლოს, არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ნაძვის ხეს აირჩევთ. მთავარია, მან სიხარული მოგანიჭოთ. გახსოვდეთ, რომ დღესასწაულს ქმნიან არა საგნები, არამედ ის აზრი და დატვირთვა, რაც ამ საგნებშია ჩადებული.
კვირის ამბები