გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხვალიდან, 19 ივლისიდან, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი, უნალექო ამინდები კი უახლოესი 10 დღის განმავლობაში შენარჩუნდება.
რაც შეეხება დეტალურ ინფორმაციას: 19 ივლისს, გორში, ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +27 გრადუსს მიაღწევს. დღის გარკვეულ მონაკვეთებში მოსალოდნელია ქარი 7-10 მ/წ-მდე.
პერიოდულად ღრუბლიანობა, სუსტი ქარი და +26 გრადუსია ნავარაუდევი 20 ივლისს.
დღე უნალექოდ ჩაივლის გორის მუნიციპალიტეტში 21 ივლისსაც, თუმცა, ჰაერის ტემპერატურა კიდევ რამდენიმე გრადუსით დაიკლებს და დღის საათებში მხოლოდ +24 გრადუსს მიაღწევს, დღის მეორე ნახევარში 10-11 მ/წ-მდე მოიმატებს ქარის სიჩქარეც.
უნალექო, მზიანი ამინდი და პერიოდულად მცირე ღუბლიანობაა ნავარაუდევი 22-დან 18 ივლისამდე, ჰაერის ტემპერატურა კი +28 გრადუსამდეა მოსალოდნელი. მეტეოროლოგების ცნობით, ქარიანი ამინდია ნავარაუდევი გორში 23-24 ივლისს - 13 მ/წ.