ყოველდღიურად ვმუშაობთ და სამწუხაროდ, სულ უფრო და უფრო მეტ ცხედარს ვპოულობთ, - ამის შესახებ კიევის მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე კიევის რეგიონის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა განაცხადა.
ანდრეი ნებიტოვის ინფორმაციით, ამ დროსითვის, ნაპოვნია 1 346 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი.
„კიევის რეგიონში, ამ დრომდე, 1 346 მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, მაგრამ ეს არ არის საბოლოო მაჩვენებელი, ინტენსიურად ვმუშაობთ და სამწუხაროდ, სულ უფრო და უფრო მეტ დაკრძალულ ადამიანთა ცხედრებს ვპოულობთ, რომლებიც დროებით დაკრძალეს სახელდახელოდ მოწყობილ საფლავებში. კიევის რეგიონში დაკარგულად ითვლება 300-მდე ადამიანი”, - განაცხადა ნებიტოვმა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს