ქალაქის მასშტაბით არსებულ სკვერებში ინვენტარის განახლება მიმდინარეობს. ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, დასასვენებელ სივრცეებში იცვლება დაზიანებული ურნები, ლამპიონები და სკამები. ინვენტარის ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ნაწილი კი ახლით ჩანაცვლდა.
„სამწუხაროდ, სკვერებში ხშირად ვხვდებით მწვანე ნარგავების, სკამების, ლამპიონების, საბავშვო ატრაქციონების და სხვა ინვენტარის დაზიანების ფაქტებს. ამიტომ, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, ერთად გავუფრთხილდეთ საერთო ქონებას და მოვუაროთ ჩვენ ქალაქს“, - აცხადებენ სააგენტოში.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს