ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში მიმდინარე პროექტის - ,,საზაფხულო სკოლის“ მეორე ეტაპი დასრულდა. სასწავლო პროცესის დასასრულს, პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
პროექტის დახურვის ღონისძიებაზე, მოსწავლეების განწყობაზე გასართობი ცენტრის ანიმატორებმა იზრუნეს.
ცნობისთვის, ზემოხსენებულ პროგრამას, ყოველწლიურად, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითრების ხელშეწყობის სააგენტო ახორციელებს. პროექტში მონაწილეობა კი, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 8-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებს შეუძლიათ.
შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტის ხანგრძლივობა 2 კვირაა. რაც შეეხება მიზანს, მოზარდებისთვის ლოგიკური აზროვნების, საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ასევე, წიგნებთან და კომპიუტერთან საპრეზენტაციო უნარების გამომუშავებაა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში